среда, 20 апреля 2016 г.

                                            ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგზე წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ  შექმნილი პორტფოლიო და პროექტის გეგმები. ჩვენმა ოპონენტებმა და ტრენერმა საინტერესო და საქმიანი ოპონირება გაუწიეს ჩვენ მიერ წარმოდგენილ მასალებს, რაც უთუოდ გამოგვადგება ჩვენი მუშაობის დროს. აღნიშნულმა ტრენინგმა საშუალება მოგვცა შეგვესწავლა და პრაქტიკულად გამოგვეყენებინა ყველა  ტექნოლოგიური მეთოდი და საშუალება -ვთვლი, რომ პროექტებით სწავლება შედგა, რისთვისაც უღრმეს მადლობა ვუხდი ჩვენს ტრენერს, გვანცა სალიას. სიამოვნებით დავესრები მის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს.

вторник, 19 апреля 2016 г.

           ტრენინგის მე-8 დღე
ტრენინგის ნაწილი დაეთმო შესრულებული სამუშაოების უკუკავშირს და გამოთქმული შენიშვნები საქმიანი და მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი იყო ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლა, რაც უთუოდ დამეხმარება ჩემს შემდგომ მუშაობაში
           ტრენინგის მე-7 დღე
ტრენინგის ნაწილი დაეთმო შესრულებული სამუშაოების უკუკავშირს და გამოთქმული შენიშვნები საქმიანი და მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი იყო ტექნიკური საშუალებების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. პორტფოლიოს შეფასების რუბრიკების განხილვა და გამოყენება.ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის :ბლუმის/გარდნერის დავალებები  მოსწავლეებისთვის ; ბლუმის/გარდნერის მოსწავლის დავალებები  

среда, 13 апреля 2016 г.

                                 ტრენინგის მე-6 დღე
ტრენინგის ნაწილი დაეთმო შესრულებული სამუშაოების უკუკავშირს და გამოთქმული შენიშვნები საქმიანი და მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი იყო ტექნიკური საშუალებების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. შეფასების რუბრიკების განხილვა და გამოყენება.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

 
                        მე-5 დღე
მოსწავლეების როლში მყოფმა დავალების შესრულებისას, შევიცანი ყველა ის სირთულე, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ მოსწავლეები.
ვისწავლე, როგორ უნდა ვამუშაო ისინი პროექტის პრეზენტაციაზე და რომელ საკითხებზეა საჭირო ყურადღების გამახვილება.

пятница, 8 апреля 2016 г.

                                                მე-4 დღის რეფლექსია
დღე ნაყოფიერი იყო, რადგან შევისწვლე როგორ შევქმნა დროში გაწერილი სეფასების გეგმა და შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.
გავიგე ონლაინკოლაბორაციის მნიშვნელობა და გამოყენების ხერხები. ნამდვილად ვეცდები მირებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

                                       მე-3 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღის  მუშაობა ძალიან ნაყოფიერია, რადგან კონკრეტულად ვისწავლე პროექტზე მუშაობა და შესაბამისი საკითხების დამუშავება. ვთვლი,-მიუხედავად იმისა.რომ ბევრი საჭირო რამ ვისწალე, ეს ერთი ტრენინგი ამისთვის საკმარისი არ არის.

пятница, 1 апреля 2016 г.

ჩემთვის ეს ტრენინგი საინტერესო იყო, რადგან ყოველთვის მაინტერესევდა პროექტებზზე მუშაობა და მისი შესაბამისი რესურსების შექმნა, ასევე პროექტზე მუშაობის პროცესი.
მოვისმინე ჩემი კოლეგების იდეები, გავეცანი შეფასების ჩეკლისტს, ბუკლეტების შექმნის პროცესს..

воскресенье, 27 марта 2016 г.

დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან გავეცანი პროექტზე მუშაობის საფუძვლებს-კერძოდ პროექტის შედგენის გეგმას. ვნახე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოენებით ძალიან საინტერესო გაკვეთილი და ვისურვებდი მეც მქონოდა ისეთივე უნარ-ჩვევები ტექნოლოგიების გამოყენებისას, ასევე ვისურვებდი ჩვენი საკლასო ოთახებიც გვქონოდა ისეთივე ტექნიკით აღჭურვილი